Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი – კაკაფონია აქვთ ატეხილი, ოღონდ თავისი ქვეყანა დააზარალონ

მარშალ პრესი 07/04/2022
გია ცაგარეიშვილი

ისეთი კაკაფონია აქვთ ატეხილი, ოღონდ თავისი ქვეყანა დააზარალონ, დააკნინონ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ავტორიტეტი, ყველაფერზე მიდიან აქაური ვაი ჟურნალისტები, ვაი პოლიტიკოსები და სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსები უკრაინაში – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ღამე ერთმა ვაი ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რაღაც სამხედრო მანქანების კოლონა მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე.

„აღმოჩნდა, რომ თურმე ამ კოლონას დაახლოებით 10 დღის უკან გამოუვლია რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, მანქანების მესაკუთრე სომხური კომპანია ყოფილა, რეგისტრირებული სომხეთში და რუსეთის ფედერაციიდან გადაჰყავდა სომხეთში ნახმარი რუსული სატვირთო მანქანები. ამ უმსგავსობაზე, სიცრუეზე და ფეიკ ინფორმაციის გავრცელებაზე ყოველთვის ვახდენთ შესაბამის რეაგირებას, სამწუხაროა, რომ ამან სისტემური ხასიათი შეიძინა, ყველაზე უფრო სამწუხაროა, რომ შენი მეგობარი ქვეყყნის მაღალჩინოსნები და მთავრობის მესვეურები არიან ჩართული ამ საქმეში“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: ბადრი ჯაფარიძე თვენახევრის წინ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ირმა ინაშვილს ხვდებოდა და მომავალი რუსული ვიზიტის წინ საჭირო ინსტრუქციით ამარაგებდა
Next: ომის პარტია, ქრონიკულად დამარცხებულის როლშია, დასაკარგი არაფერი აქვთ და ქვეყნის ამოტრიალების გეგმას გეგმაზე წერენ. ამ გეგმებში, ირმა ინაშვილის ვიზიტიც მიშას ერთ -ერთი დავალება იყო ბადრი ჯაფარიძის გავლით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.