Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 16 პატიმართან რომ მიდიხარ და მათი ორი მესამედი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და აქტივისტია, ამ დროს შენ ხარ არა სახალხო დამცველი, არამედ „ნაცმოძრაობის“ დამცველი

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

16 პატიმართან რომ მიდიხარ და მათი ორი მესამედი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და აქტივისტია, ამ დროს შენ ხარ არა სახალხო დამცველი, არამედ „ნაცმოძრაობის“ დამცველი, რაც მან პირდაპირ გამოაჩინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია პირდაპირ იყო ჩართული პოლიტიკაში.

„ჩვენ გვინდა მაგალითად, მივიღოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც თავისი 5 წლიანი კარიერის განმავლობაში (6 წელი იქნება შემდეგი სახალხო დამცველისთვის, 5 იყო მოქმედისთვის) არ მოინახულებს მხოლოდ 16 პატიმარს საიდანაც ნახევარზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ ან ლიდერი, ან აქტივისტია. ასეთი სახალხო დამცველი გვინდა. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი უნდა იყოს კრიტიკული და ძალიან კრიტიკულიც. თუ სახალხო დამცველი ადამიანების უფლებების დარღვევას ხედავს, ეს მისი ერთადერთი ფუნქციაა. ზედამხედველობს ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში. როგორც კი დაინახავს ადამიანის უფლებების დარღვევას, რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა მიჰყვეს ნებისმიერ პროცესს. უნდა იყოს მწვავეც, პრინციპულიც. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს გადაცდომებიც და ხარვეზებიც და ვიღაცამ უნდა მიგითითოს იმაზე, რომ გამოასწორო. შესაძლოა არც გინდოდეს გამოსწორება, მაგრამ ბოლომდე უნდა მოგვყვეს, რომ გამოგასწორებინოს და ასეთი სახალხო დამცველი გვინდა ჩვენ.

16 პატიმართან რომ მიდიხარ და მათი ორი მესამედი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და აქტივისტია, ამ დროს შენ ხარ არა სახალხო დამცველი, არამედ „ნაცმოძრაობის“ დამცველი, რაც მან პირდაპირ გამოაჩინა. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია პირდაპირ იყო ჩართული პოლიტიკაში. იდგა რუსთაველზე და ჩვენ საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გია მურღულია: არ არსებობს არცერთი საბუთი, რაც დაადასტურებდა, რომ საქართველომ ყველაფერი არ გააკეთა – ეს არის უკრაინის ეკონომიკური დახმარება, ეს არის ლტოლვილების მიღება თუ რეზოლუციების მხარდაჭერა
Next: დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ახალი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.