Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ახალი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა

მარშალ პრესი 04/11/2022
313852212_1502561510154986_450244550523722426_n

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ახალი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში საავადმყოფოს სათანადო აღჭურვილობა „ქეა კავკასიამ“ გადასცა. სამედიცინო ტექნიკა კლინიკის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა. ახალი ტექნიკა დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების ექიმებს პაციენტების მართვისა და დიაგნოსტირების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ახალი ტექნიკა დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა გიორგი აბაიაძემ ქეა კავკასიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„ქეა კავკასია“ (CARE Caucasus) საქართველოსა და კავკასიის რეგიონში სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად 30 წელია მუშაობს. პროექტი, რომელიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე კოვიდ19-ის გავლენის შემცირებას ითვალისწინებს, „ქეა საერთაშორისო ბრიტანეთთან“ (CARE International in UK) თანამშრომლობით 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტს რამდენიმე კომპონენტი აქვს, მათ შორისაა პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: 16 პატიმართან რომ მიდიხარ და მათი ორი მესამედი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და აქტივისტია, ამ დროს შენ ხარ არა სახალხო დამცველი, არამედ „ნაცმოძრაობის“ დამცველი
Next: ოზურგეთს ისტორიული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება“ უბრუნდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.