რა საფუძველი აქვთ განსაკუთრებით ოფიციალურ პირებს, როდესაც ისინი ლაპარაკობენ, რომ საქართველომ არ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც მას შეეძლო და უფრო მეტიც, როცა ლაპარაკობენ, რომ ის დგამს საერთო მიმართულების საწინააღმდეგო ნაბიჯებს – ეს განცვიფრებას იწვევს, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.
„არ არსებობს არცერთი საბუთი, რაც დაადასტურებდა, რომ საქართველომ ყველაფერი არ გააკეთა – ეს არის ეკონომიკური დახმარება, ეს არის ლტოლვილების მიღება თუ რეზოლუციების მხარდაჭერა. არ არსებობს ერთი მყარი არგუმენტიც კი, რომელიც გააბათილებდა იმ თეზისს, რომ საქართველო დგას იქ, სადაც უნდა იდგეს“, – განაცხადა მურღულიამ.
