ოპოზიციაში, თუკი ვინმე არის უღირსობით გამორჩეული (ნაცმოძრაობა რომ გადავდოთ გვერდზე) 4 მახსენდება: ბოკერია, ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თუ ვინმეს აქვს ღირსება ნულოვან დონეზე არიან ეს პოლიტიკოსები. ძალიან საინტერესო ნიშანია რითაც ისინი (ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარია) ერთიანდებიან, ეს არის უღირსობის ყველაზე დაბალი დონე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს და ერთი პოლიტიკური გეგმით იმოქმედებენ.
