Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როგორი რადიკალურებიც არიან გარეთ, ისე უპირისპირდებიან შიგნით ერთმანეთს – ეს არის მორიელის ბუნება, უკვე შიგნით კბენენ ერთმანეთს

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

რა პროცესებიც მიდის ახლა ნაცმოძრაობაში, ეს არის სწორედ ამ რადიკალიზმის შიგნით გადატანა – როგორი რადიკალურებიც არიან გარეთ, ისე უპირისპირდებიან შიგნით ერთმანეთს. ეს არის მორიელის ბუნება, უკვე შიგნით კბენენ ერთმანეთს, ადრე ცდილობდნენ ჩვენთვის ეკბინათ, ვეღარ გვკბენენ და ახლა ერთმანეთს კბენენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მათ შორის ფულს ვერ იყოფენ ერთმანეთში. იქ კეზერაშვილის ფული, იქ სხვების ფული. კეზერაშვილი აძლევდა ფულს ხაბეიშვილს, ამით უკმაყოფილო დარჩა მელია, მას უნდოდა მისი გავლით დაეფინანსებინა კეზერაშვილს ხაბეიშვილი, რაზეც მწარე უარი უთხრა და ამას მოჰყვა დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღა. ფულს ვერ იყოფენ, ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენ ვეღარ გვიშვებიან ვერაფერს. ხედავენ, რომ რესურსი არა აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაცია ჩვენი მოგონილი არ არის. ჩვენ საერთოდ არ დაგვიწყია ამაზე არც საუბარი, არც ფიქრი. დეოლიგარქიზაცია, რაღაც გაგებით, დევნას ნიშნავს
Next: თუ ვინმეს აქვს ღირსება ნულოვან დონეზე, ეს პოლიტიკოსები არიან – ირაკლი კობახიძე ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.