Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე არ ვარ აშშ-ის ელჩი, რომ ჩავერიო ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში

მარშალ პრესი 03/11/2022
კობახიძე

მე არ ვარ აშშ-ის ელჩი, რომ ჩავერიო ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„7 მილიონის ძარცვა, შეიძლება ამერიკის ელჩისთვის გამოიყურება როგრც არაფერი, როგორც კეთილშობილური მოვლენა, ჩვენთის ეს გამოიყურება როგორც მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ჩვენ ვმსჯელობთ სამართლებრივი და ფაქტობრივი კატეგორიებით და არა აღქმებით, აღქმა არავის აინტერესებს.

ჩვენ პატივს ვცემთ სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და იმავეს ვითხოვთ ნებისმიერი ჩვენი პარტნიორისგან. არავის აქვს უფლება ზეგავლენა მოახდინოს, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც აშშ-მა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო გაკეთებული ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად, რაც არის უსაფრთხო, დემოკრატიული მომავალი. მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა არის ცენტრალური საკითხი ასეთი მომავალისთვის

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

Post navigation

Previous: თუ ვინმეს აქვს ღირსება ნულოვან დონეზე, ეს პოლიტიკოსები არიან – ირაკლი კობახიძე ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე
Next: ირაკლი კობახიძე: აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. არავის აქვს უფლება ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.