Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ჩვენს თავზე არ მოგვირგია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი – პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე

არგუმენტები მათგან [„მოქალაქეებისგან“] არ მოგვისმენია. ჩვენ ეს დეფინიცია მარტივად უნდა განვიხილოთ, არის თუ არა ობიექტური – თუ უკრაინაში ობიექტურია, რა განსხვავებაა მაშინ საქართველოში? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„4 კრიტერიუმია: ერთი, რომ უნდა ჰქონდეს გარკვეული ფინანსური რესურსი, მეორე პოლიტიკაზე ზეგავლენა, მესამე მედიაზე გავლენა და მეოთხე – მონოპოლიური ან გაბატონებული მდგომაროება ბაზრის კონკრეტულ სფეროში. რომელი არ მოსწონთ? არც ერთი არგუმენტი არ არის, ჩვენ მხარეს კი ძალიან მყარი არგუმენტია: ერთი, რომ ეს შეესაბამება ობიექტურ დეფინიციას, რაც უკრაინელებმა შეიმუშავეს და მეორე არის ის, რომ ჩვენ ჩვენს თავზე არ მოგვირგია ეს კანონი – პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ რამე საკუთარ თავს მოვარგეთ. ჩემთვის გასაგებია მათი პოზიცია: ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ მხარს არ უჭერენ ამ კანონს და ისინიც მათ აჰყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: არიან კონკრეტული ოლიგარქები ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. ევროკავშირი გვეუბნება, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, ჩვენ მივყვებით ევროკავშირის რეკომენდაციებს
Next: ირაკლი კობახიძე: პოლარიზაცია არის თავსმოხვეული ტერმინი, რომლის ერთადერთი მიზანია შეიფუთოს რადიკალიზმი პოლიტიკაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.