
არიან კონკრეტული ოლიგარქები ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში მათ შორის აღიარებული, თვითაღიარებული ოლიგარქები, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. ევროკავშირი გვეუბნება, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, მათ არ უნდა ჰქონდეთ ასეთი ჭარბი გავლენა პოლიტიკაზე. ჩვენ მივყვებით ევროკავშირის რეკომენდაციებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია რაღაც გაგებით ნიშნავს დევნას.
„ზოგადად დეოლიგარქიზაცია ჩვენი მოგონილი ხომ არ არის, ჩვენ არ დაგვიწყია ამაზე არც საუბარი და არც ფიქრი. დეოლიგარქიზაცია რაღაც გაგებით ნიშნავს დევნას. უკრაინაშიც ხდება რა, ადამიანები არიან მიჩნეული ოლიგარქებად და რაღაც გაგებით ისინი იდევნებიან. ანუ, ამაში იგულისხმება, რომ მთელმა რიგმა შეძლებულმა ადამიანებმა დათმეს ტელევიზიები. ლეგალურად ჰქონდათ ტელევიზიები და მოუწიათ დათმობა. პრაქტიკულად მათი დევნა განხორციელდა. ანუ, ადამიანებს კანონიერად ჰქონდათ ტელევიზიები და მაგალითად, ერთ-ერთმა დათმო სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთარი მედიასაშუალებები, მათ შორის ტელევიზიები. ეს ევროკავშირის მოწოდებაა, ჩვენ ხომ არ მოგვიგონია?! ისინი ამბობენ, რომ ოლიგარქები პოლიტიკიდან განდევნილი უნდა იყვნენ, შესაბამისად მივყვებით ამ რეკომენდაციას. არიან კონკრეტული ოლიგარქები ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში მათ შორის აღიარებული, თვითაღიარებული ოლიგარქები, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. ევროკავშირი გვეუბნება, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, მათ არ უნდა ჰქონდეთ ასეთი ჭარბი გავლენა პოლიტიკაზე. ჩვენ მივყვებით ევროკავშირის რეკომენდაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.