Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლარიზაცია არის თავსმოხვეული ტერმინი, რომლის ერთადერთი მიზანია შეიფუთოს რადიკალიზმი პოლიტიკაში

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე

ჩემი აზრით, პოლარიზაცია არის თავსმოხვეული ტერმინი, რომლის ერთადერთი მიზანია შეიფუთოს რადიკალიზმი პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ნებისმიერი პოლიტიკა, თავისი არსით პოლარიზებული უნდა იყოს. მართალია ჭარბი არაფერი ვარგა, მაგრამ პოლარიზაცია დემოკრატიის ნაწილია. რომ შეხედოთ ევროპულ ქვეყნებს, პოლარიზაცია ყველგან არის. გერმანია, რომელიც არის ერთ-ერთი ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანა, იქაც არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთს არ აღიარებენ.

ჩვენთან მძაფრად რაც არის ეს არის რადიკალიზმი. როცა რადიკალიზმს უწოდებ პოლარიზაციას, ამით ცდილობ, რომ რადიკალიზმზე პასუხისმგებლობა გადაანაწილო ყველა პოლიტიკურ ძალაზე. სინამდვილეში რა ხდება. ჩვენ ვართ მმართველი პარტია, სუბიექტურად დაინტერესებული ვართ, რომ როცა მოვიგებთ არჩევნებს, 4 წელი მშვიდად ვმართოთ ქვეყანა. ამიტომ ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ პოლარიზაციის ინიციატორები ჩვენ ვართ. ყველასთვის ნათელია, რომ ამის ინიციატორი არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ეს ხდება რადიკალიზმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ჩვენ ჩვენს თავზე არ მოგვირგია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი – პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში
Next: ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაცია ჩვენი მოგონილი არ არის. ჩვენ საერთოდ არ დაგვიწყია ამაზე არც საუბარი, არც ფიქრი. დეოლიგარქიზაცია, რაღაც გაგებით, დევნას ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.