IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია, საერთო სიების თუ მაჟორიტარების კუთხით, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჩვენთვის ეს არის ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია, საერთო სიების თუ მაჟორიტარების კუთხით, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს, მათ შორის, მაჟორიტარების ნაწილში. ეს ჩვენ გვიმარტივებს იმას, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ რვავე ოლქი თბილისში. ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილებაა და ძალიან მომგებიანია ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება