Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა

მარშალ პრესი 07/04/2022
60
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობარია, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების ნაყოფიერ თანამშრომლობას.საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც, მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი წინაპირობაა რეგიონში განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის “მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა”, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის მონაწილეობას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სულეიმან სოილუმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან გულითადი მოკითხვა გადასცა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
Next: თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო – ანრი ოხანაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025