Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი “ნატო”-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 07/04/2022
550

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის, რაც წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას. ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით.

Post navigation

Previous: თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო – ანრი ოხანაშვილი
Next: დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ფოტოგამოფენა ,,ჩვენ – 30 ამბავი ” გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.