Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წელს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც

მარშალ პრესი 01/11/2022
ანდრია გვიდიანი

აერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოს გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება. არსებული პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგს შეუერთდება- წერს ანდრია გვიდიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ.

ექსპერტის თქმით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე სწრაფად, ვიდრე რეგიონის ქვეყნები და ამ ყველაფრის არდანახვა და მსგავსი მიღწევების გაუბრალოება, უბრალოდ მავნებლობაა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გლობალური რთული პროცესებიდან გამომდინარე, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებიც კი პრაქტიკულად რეცესიის წინაშე დგანან.
მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე სწრაფად, ვიდრე რეგიონის ქვეყნები. უფრო მეტიც, წელს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც. თავის მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ხელისუფლების მიერ გატარებულ როგორც ეკონომიკურ, ისე გონივრულ საგარეო პოლიტიკასთან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოს გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება. არსებული პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგს შეუერთდება.
რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ ამ ყველაფრის არდანახვა და მსგავსი მიღწევების გაუბრალოება, უბრალოდ მავნებლობაა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, არსებული ტემპების შესანარჩუნებლად და გასაზრდელად”– წერს გვიდიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, გრძელი ენები რომ აბიათ ეხლა – შალვა ნათელაშვილი ჯაფარიძე-ვაშაძეზე
Next: ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს სავალუტო ფონდიც უახლოესი წლების განმავლობაში და აღნიშნავს, რომ 2027 წლამდე პროგნოზით საქართველოს სტაბილურად მაღალი ზრდის ტემპი ექნება – ოთარ ანგურიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.