Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს სავალუტო ფონდიც უახლოესი წლების განმავლობაში და აღნიშნავს, რომ 2027 წლამდე პროგნოზით საქართველოს სტაბილურად მაღალი ზრდის ტემპი ექნება – ოთარ ანგურიძე

მარშალ პრესი 01/11/2022
ოთარ ანგურიძე

,,დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ვხედავთ, რომ საქართველო განაგრძობს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რაც ამ კრიზისებისა და ომის ფონზე პრაქტიკულად მიუღწეველი გახდა ბევრი რესურსულად მდიდარი სახელმწიფოებისთვისაც კი,’’ – წერს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესახებ.

როგორც ანგურიძე აღნიშნავს, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ხოლო პირველი 9 თვის მონაცემებით კი, 10,2% დაფიქსირდა.

,,საქართველოს მიერ განცხადებულმა მშვიდობის პოლიტიკამ და ეკონომიკურმა განვითარებამ ახალი რეალობა და ახალი შესაძლებლობები გააჩინა. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას უბრუნებს გეოპოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის ფუნქციას.

დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ვხედავთ, რომ საქართველო განაგრძობს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რაც ამ კრიზისებისა და ომის ფონზე პრაქტიკულად მიუღწეველი გახდა ბევრი რესურსულად მდიდარი სახელმწიფოებისთვისაც კი.

მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ხოლო პირველი 9 თვის მონაცემებით კი, 10,2% დაფიქსირდა. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებულ ექსპორტის რეკორდი კიდევ დაფიქსირდა და გაიზარდა 40%-ით და 523 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 20%-ით და შეადგინა 324.3 მლნ აშშ დოლარი. მნიშვნელოვანი ზრდის ტემპი გვაქვს ტურიზმის მიმართულებითაც და 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა თითქმის 18%-ით და 375,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდის ტემპი შენარჩუნებული პრაქტიკულად ყველა სექტორში. რაც იძლევა მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას.

ევროპის კონტინენტზე ენერგო კრიზისის უკვე მოჰყვა მასობრივი გამოსვლები და არსებობს მაღალი რისკი, რომ საპროტესტო მუხტმა მთელი კონტინენტი მოიცვას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს არაფერი ემუქრება და კრიზისმა დამატებით გაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობას. რითაც ჩვენი ქვეყნის გავლით ევროპის კონტინენტი მომარაგდება აზიიდან წამოსული ენერგორესურსებით.

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩვენი ქვეყნის მდებარეობის სტრატეგიული თვალსაზრისით გამოყენება მოახდინა შევარდნაძემ როდესაც ბაქო-ჯეიჰანს ჩაუყარა საფუძველი და მას შემდეგ პირველად ხდება მდებარეობის სწორად გამოყენებით და განცხადებული მშვიდობის პოლიტიკით ახლა უკვე ღარიბაშვილმა მნიშვნელოვნად მოიპოვა საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდეს რეგიონისათვის ახალი შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს უფრო მეტ სტაბილურობას და საერთაშორისო გარანტიებს. რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობები ვერ გაჩნდებოდა რომ არ ყოფილიყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური რეფორმები და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში.

ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს სავალუტო ფონდიც უახლოესი წლების განმავლობაში და აღნიშნავს, რომ 2027 წლამდე პროგნოზით საქართველოს სტაბილურად მაღალი ზრდის ტემპი ექნება რითაც ის მსოფლიოში მეორე სახელმწიფო იქნება,’’ – წერს ანგურიძე.

Post navigation

Previous: წელს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც
Next: ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება, ამ პლანეტაზე ყველამ იცის და ეს არასამთავრობოელები ან უცხო პლანეტელები არიან, ან რობოტები, ან მაგარი “ნაგლები”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.