Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, გრძელი ენები რომ აბიათ ეხლა – შალვა ნათელაშვილი ჯაფარიძე-ვაშაძეზე

მარშალ პრესი 01/11/2022
შალვა ნათელაშვილი

ვინც დღეს გვიწვევს ახალ ბლოკში, ორი ბატონი და ერთი ქალბატონი, ესენი იყვნენ დიდი ეროვნული გაერთიანების დაშლის ინიციატორები“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის საელჩოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, საელჩოს ეზოში ვაშაძე და ჯაფარიძე „ჭორიკანა ქალებივით“ ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში და სწორედ ვაშაძე და ჯაფარიძე იყვნენ ოპოზიციური გაერთიანების დაშლის ინიციატორები.

„მე არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, რა იმედით უყურებდა ამერიკის ელჩი, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და შეუძღვებოდნენ ოპოზიციას, აი, ამ ორ სუბიექტს, გრძელი ენები რომ აბიათ ეხლა. არ დამავიწყდება არც ის, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ ყურში, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენი მმართველობის დროს იყო ავტორიტარიზმი, იყო  ძალაზე დამყარებული წესრიგი – აკაკი ბობოხიძე
Next: წელს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.