Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„არ დამავიწყდება, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“ – შალვა ნათელაშვილი

მარშალ პრესი 30/10/2022
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივაზე საუბრობს, რომლებიც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, რომ გაერთიანდნენ.

ნათელაშვილი იხსენებს პერიოდს, როდესაც ამერიკის ელჩთან შეხვედრებს მართავდნენ.

„წყლის ნაყვაა. გაერთიანება სახეზე იყო. ყველა იქ იყო აბსოლუტურად. აერთიანებდათ საერთო მისწრაფება, რომ ივანიშვილი დაემარცხებინათ. აბსოლუტურად უანგარო გაერთიანება გახლდათ, საქართველოს ისტორიისთვის არნახული, რადგან ჩვენი ქვეყანა დააქციეს ამ პარტიულმა გაერთიანებებმა. მრგვალი მაგიდა გავიხსენოთ.

აი, ვინც დღეს გვიწვევს ახალ ბლოკში, ეს ორი ბატონი (ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე) იყო ამ დიდი ეროვნული გაერთიანების დაშლის ინიციატორები. არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, რა იმედით უყურებდა ამერიკის ელჩი, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და შეუძღვებოდნენ ოპოზიციას. აი, ამ ორ სუბიექტს, გრძელი ენები რომ აბიათ ახლა. არ დამავიწყდება არც ის, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორაობდნენ ჭორიკანა ქალებივით, ყურში რომ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

Post navigation

Previous: პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია არ ღალატობს თავის თავს – დაგვაბრალეს, რომ თურმე, ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“ წყალს პარავს და ბოროტი დევების როლშიც გამოგვიყვანეს – ნიკოლოზ ჩხეტიანი
Next: ოზურგეთის ტექნოპარკში საგანმანათლებლო კონკურსი – ,,ბიობლიცი” გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.