Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთის ტექნოპარკში საგანმანათლებლო კონკურსი – ,,ბიობლიცი” გაიმართა

მარშალ პრესი 31/10/2022
ზურგეთი

ოზურგეთის ტექნოპარკში კონკურსი – ,,ბიობლიცი“ გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ულრიკ ტიდესტრომთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ბიობლიცში“ მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსის მონაწილეებმა ჟიურის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს იშვიათი ფლორისა და ფაუნის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები.
კონკურსში სულ ექვსი სკოლა იღებდა მონაწილეობას, საიდანაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული. გამარჯვებულ გუნდებს შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დირექტორმა გიორგი სანადირაძემ პრიზები გადასცეს.

პროექტს “გურიის ეროვნული პარკის დაარსება” ახორციელებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.


Post navigation

Previous: „არ დამავიწყდება, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“ – შალვა ნათელაშვილი
Next: „გახარია – მახარია“, „შალიკო – ვალიკო“ – ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.