Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია არ ღალატობს თავის თავს – დაგვაბრალეს, რომ თურმე, ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“ წყალს პარავს და ბოროტი დევების როლშიც გამოგვიყვანეს – ნიკოლოზ ჩხეტიანი

მარშალ პრესი 30/10/2022
ნიკოლოზ ცხეტიანი

ახლახან, ჩვენ დაგვაბრალეს, რომ თურმე, ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“, არც მეტი – არც ნაკლები, წყალს პარავს და ბოროტი დევების როლშიც გამოგვიყვანეს, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური პროექტები, რომელსაც „ქართუ“ უკვე წლებია აფინანსებს, 60 მილიონო დოლარის მოცულობისაა. მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ბოლო 20 წელია სისტემატურად სხვადასხვა ფორმით ეხმარება.

„პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია არ ღალატობს თავის თავს და ჩვენს შესახებ მორიგი სიუჟეტი „გამოაცხო“. ზოგადად, ჩვენ მსგავს სიუჟეტებს შეჩვეული ვართ, მაგრამ ხანდახან ჩვენც გვაკვირვებენ. ასეთი რამ ახლაც მოხდა. ახლახან, ჩვენ დაგვაბრალეს, რომ თურმე, ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“, არც მეტი – არც ნაკლები, წყალს პარავს და ბოროტი დევების როლშიც გამოგვიყვანეს. ეს იმდენად სასაცილო და უხერხული ბრალდებაა, რომ პასუხის გაცემა მეუხერხულება კიდეც. თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია. ამ სიყალბეს პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

„ქართუმ“ ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვა 2000 წლიდან დაიწყო. ერთ-ერთი დიდი საქმე, რაც აქ ფონდმა 2021 წელს გააკეთა, ბოტანიკური ბაღის საირიგაციო სისტემის რეკონსტრუქცია იყო. რაც „ქართუმ“ 2 მლნ ლარით დააფინანსა. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა მტკვარზე არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, შეიძინეს 2 ტუმბო აგრეგატი, შეიცვალა და დამონტაჟდა 2,5 კმ ქსელი. ასევე მოხდა 6 ავზის კაპიტალური რემონტი და მოეწყო 1 ახალი აუზი.

ამასთან, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა წავკისისწყლის საყრდენ კედლებს, ჩანჩქერის თავზე არსებულ ხიდს და აგურის თაღოვან ,,თამარის“ ხიდს, კეთილმოეწყო გზები და ბილიკები.

რა გაკეთდა ბოტანიკურ ბაღში და რას აკეთებს „ქართუ“ ეკოლოგიისთვის, დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.

Post navigation

Previous: დიმიტრი გვრიტიშვილი: მათ არ მოსწონთ რომ სასამართლო კორპუსი ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ წინასწარ კონსულტაციებს არ მართავს არავისთან, მათ შორის არც არასამთავრობო სექტორთან
Next: „არ დამავიწყდება, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“ – შალვა ნათელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.