Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნატო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“

მარშალ პრესი 30/10/2022
ნატო

ნატო მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. ამის შესახებ ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა

მისი თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და დაასრულოს უკანონო ომი უკრაინაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს საკვებს მიაღწიოს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” , – აღნიშნა მან.

ალიანსის სპიკერის თქმით, ნატოს ყველა მოკავშირე მიესალმა თურქეთის დახმარებით მიღწეულ შეთანხმებას.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.

Post navigation

Previous: თეთრიწყაროში, დაბა მანგლისში პეტრე და პავლეს ტაძარში წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი მიაბრძანეს
Next: აი ეს ორი შეკითხვა უნდა დაუსვას ვინმემ ნედ პრაისს ბრიფინგზე – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.