Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი ეს ორი შეკითხვა უნდა დაუსვას ვინმემ ნედ პრაისს ბრიფინგზე – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 30/10/2022
დავით ქართველიშვილი

ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც 24-სა­ა­თი­ან ლან­ძღვას ვი­გებთ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, ქვეყანაში ვითარების დაძაბვის ნა­ბი­ჯში ჩვენ წა­მოგ­ყვე­ბი­ან”, – აღ­ნიშ­ნა გიორგი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა „ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში.

აი ეს ორი შეკითხვა უნდა დაუსვას ვინმემ ნედ პრაისს ბრიფინგზე: “როდესაც თქვენ 24 საათიან რეჟიმში ლანძღავთ საქართველოს ხელისუფლებას – არის თუ არა ეს შემაშფოთებელი საქციელი?” და მეორე, “როდესაც ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციასთან ერთად თქვენ მონაწილეობას ღებულობთ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაში – არის თუ არა ეს უკუსვლითი უკუსვლა?”.
ნედ პრაისის მხრიდან შესაძლო საპროტესტო ხელების ქნევას კი, წყნარად უნდა ვუპასუხოთ: “არაფერი არ ვიცით! თქვენზე ეს არა პოლიტიკურმა ელიტამ “ხალხის ძალამ”, არამედ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ბრძანა – ასე რომ ინფორმაციის უტყუარობას, წყაროდან გამომდინარე – წყალი არ გაუვა!”.
საქართველოში შეიქმნა უნიკალური პრეცენდენტი – “ბრენდების” აღლუმი, ანუ “ცვილის ფიგურების” აჯანყება. “ბრენდებად” ჩამოყალიბდნენ: ექს-პრეზიდენტი – მარგველაშვილი, ექს-პრემიერი – გახარია, ექს პარლამენტის თავმჯდომარე – უსუფაშვილი, ექს თავდაცვის მინისტრი – ხიდაშელი, ექს სპეცსამსახურების ვიცე-შეფი – გოგაშვილი…
და ყველა მათგანს თითქოს “ფორმალური შეხებაც” არა აქვთ ნაცსექტანტებღან – ყველას “made in georgian dream”-ის იარლიყი აკერია, ქვეყნის უმაღლეს სახელისუფლებო იერარქიაში შედიოდნენ და ამიტომ მათი “მცოდნე” და “კომპეტენტური” აზრი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც “რუსეთუმე ანტიდასვლელი ოლიგარქისა და ქვეყნის დამაქცეველზე” – ნედ პრაისის “შეშფოთებული დასავლეთისთვის” რა თქმა ფასეული და დამაჯერებელია…
როდესაც ამ “ცვილის ფიგურების მუზეუმის” დირექტორმა მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა, რომ მას საქართველოსთვის წინ “ძალიან ბევრი სიურპრიზი” აქვს შემონახული – ქართულ პოლიტიკური მარიონეტების თეატრის სცენაზე ამ “ცვილის ბრენდების” ეტაპობრივად გამოყვანაც ჰქონდა ჩაფიქრებული…
მაგრამ – “ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარსთ ღმერთი და გამოისახავენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა…” – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ნატო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“
Next: დიმიტრი გვრიტიშვილი: მათ არ მოსწონთ რომ სასამართლო კორპუსი ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ წინასწარ კონსულტაციებს არ მართავს არავისთან, მათ შორის არც არასამთავრობო სექტორთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025