Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

თეთრიწყაროში, დაბა მანგლისში პეტრე და პავლეს ტაძარში წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი მიაბრძანეს

მარშალ პრესი 30/10/2022
თეთრი წყარო

საქართველოში ათონის მთის კუტლუმუშის მონასტრიდან მონასტრის წინამძღვარმა გერონდა კირილმა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში ქართველებისთვის გამორჩეული წმინდანის, წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი თეთრიწყაროში, დაბა მანგლისში მდებარე პეტრე და პავლეს ტაძარს შესწირეს.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო ლიტურგია, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ აღავლინა, რომელმაც ქადაგებით მიმართა მრევლს და აღნიშნა თუ რა დიდი წმინდანი და მეოხია საქართველოსა და ქართველი ერისთვის წმინდა გიორგი.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წირვას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მომლოცველებთან ერთად ესწრებოდა. წირვის დასრულების შემდგომ მრევლს საშუალება მიეცა მოელოცათ და პატივი მიეგოთ წმინდა ნაწილისთვის.

Post navigation

Previous: ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას
Next: ნატო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.