Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თბილისში, ხელოსნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 30/10/2022
შსს

თბილისში, ხელოსნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდარის გამო 33 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: სომალის პრეზიდენტის განცხადებით, დანაღმული ავტომობილების აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა
Next: პარლამენტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.