Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს

მარშალ პრესი 30/10/2022
პარლამენტი საქართველოს

პარლამენტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ. მოსმენა პირველი მოსმენით გაიმართება.

პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად უკრაინის კანონის ნორმებს იმეორებს.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება.

კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება:

  1. პოლიტიკურიპარტიებისმხარდასაჭერადთავისისახსრებიდანშემოწირულებებისგაღება, სამუშაოსშესრულება, საქონლის, მომსახურებისანნაღდიფულისმიწოდება, დაკავშირებულიპირებისმეშვეობითან/დაისეთიიურიდიულიპირებისმეშვეობით, სადაცისსაბოლოობენეფიციარია, სამუშაოსშესრულება, საქონლისანმომსახურებისმიწოდება; აგრეთვე “საარჩევნოკოდექსი” შესაბამისადკანდიდატებისსაარჩევნოფონდში (გარდათავისისაარჩევნოფონდისა) შემოწირულებებისგაღებადასაარჩევნოპროცესისმიმდინარეობისასპოლიტიკურიპარტიებისდაფინანსება.

 

2.ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);

  1. ნებისმიერიპოლიტიკურიკამპანიისდაფინანსება, პოლიტიკურიმოთხოვნებისმქონეშეკრებებისანდემონსტრაციებისგამართვა.

პროექტის მიხედვით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

Continue Reading

Previous: თბილისში, ხელოსნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს
Next: აი, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი – ბონდო მძინარაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025