Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სომალის პრეზიდენტის განცხადებით, დანაღმული ავტომობილების აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა

მარშალ პრესი 30/10/2022
აფეთქება

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, განათლების სამინისტროს შენობის წინ, ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა, – აცხადებს სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მუჰამადი.

„ჩვენი ხალხი დახოცეს… მათ შორის იყვნენ დედები შვილებით ხელში, მამები, რომლებიც ავად იყვნენ, სტუდენტები, რომლებიც განათლების მისაღებად მიდიოდნენ, ბიზნესმენები, რომლებიც თავიანთი ოჯახების წევრების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ“, – თქვა სომალის პრეზიდენტმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა პრეზიდენტი მომხდარში დაჯგუფება „ალ შაბაბს“ ადანაშაულებს.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინარეობს
Next: თბილისში, ხელოსნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.