Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 30/10/2022
დავით მათიკაშვილ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინარეობს.

პარლამენტში კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება. მათიკაშვილი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, როგორც სახელისუფლებო გუნდი, ისე ოპოზიცია საბოლოოდ შეჯერდება, რომელსაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს.

„საზოგადოება აკვირდება ამ პროცესს. კანდიდატთა პასუხები ძალიან დაეხმარება დეპუტატებს იმისთვის, რომ სათანადო გადაწყვეტილება მიიღონ და კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმდნენ.

უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატი არ დაუსახელებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი კრიტერიუმები, ეს არის: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და კანდიდატის პროფესიონალიზმი, რომელიც იქნება განმსაზღვრელი არჩევანის გაკეთების დროს. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია და უმრავლესობა გამონახავს შესაბამის რესურს და არჩევანის გაკეთება რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე მოხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა ხვალ განახლდება. ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან, დეპუტატებმა 7-ს უკვე მოუსმინეს.

Post navigation

Previous: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მომავალი ოფიცრებისთვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს
Next: სომალის პრეზიდენტის განცხადებით, დანაღმული ავტომობილების აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.