Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მომავალი ოფიცრებისთვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს

მარშალ პრესი 30/10/2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.jpg~

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელები ეწვივნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მომავალი ოფიცრებისთვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს და სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ღონისძიების ფარგლებში, საჩვენებელი სწავლება რამდენიმე კუთხით განხორციელდა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე წარმოდგენილი იყო სიმულაციები ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, ასევე, სამთო-სამაშველო, ურბანული და ავტომანქანის ხანძრის ქრობის მიმართულებით. სწავლებაში გამოყენებული იყო პოლონური მხარის მიერ გადმოცემული ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირების მრავალჯერადი გამოყენების მსუბუქი ავტომანქანის სიმულატორიც. საჩვენებელი ღონისძიება მაშველი ძაღლის მონაწილეობით განხორციელებული სიმულაციური სამაშველო ოპერაციით დასრულდა.

საჩვენებელ სწავლებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის 60-მდე მსმენელი დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, მომავალმა ოფიცრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკა დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Next: დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.