Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ გადავედით

მარშალ პრესი 29/10/2022
ჩიქოვანი

დღეს ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღეს გადავედით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი რთულია და იმ ომმა, რომელიც რუსეთი ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, ბევრი პროცესი დააჩქარა და ახალი გარემოებები შექმნა.

„ინტეგრაციის პროცესი უფრო ადრე დაიწყო და ამას ჰქონდა ბევრი სხვადასხვა მდგენელი და ამ პირობებშიც იყო გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლებოდა უფრო ფართო გაგებით აღგვექვა და უფრო სხვა მიდგომები ყოფილიყო კონკრეტული აქტორების მხრიდან. მაგრამ, დღეს ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღეს გადავედით.

რეფორმები ჩვენ არ გვაშინებს. არ გვაშინებს იმ პირობებშიც, როცა ძალიან დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ გვაქვს გამოცდილება, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც ამ რეფორმების გატარება შეგვიძლია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ – იაგო ხვიჩია
Next: ირაკლი ჩიქოვანი: დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.