Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით

მარშალ პრესი 29/10/2022
ირაკლი ჩიქოვანი

სტაბილურობა აუცილებელია იმისათვის, რომ უწყვეტობა იყოს შენარჩუნებული და განჭვრეტადობა ჰქონდეს შენარჩუნებული თვითონ ევროპასაც, რა იქნება პერსპექტივაში და არ აღმოჩნდეს ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც დღეს არის. მათთვის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი პრაქტიკულად დაკარგულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ ჩვენს ქვეყანაში არ შეიქმნება არც მეორე ფრონტი, არც არანაირი პროვოკაციის საფრთხე არ არსებობს და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით. რა თქმა უნდა, ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ არის ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგრამ ეს ფაქტორები ჩვენ არ უნდა მივიღოთ, ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი. აქამდე ხელისუფლებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აირიდოს აბსოლუტურად ყველანაირი პროვოკაცია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ისეთი სვლა, როგორიც აქამდე გვქონდა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ჩიქოვანი: არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ გადავედით
Next: ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო საზოგადოებას აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოსვე იქნება ერთხმიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.