Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ – იაგო ხვიჩია

მარშალ პრესი 29/10/2022
იაგო ხვიჩია

ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, ამის გამო გვაგინებდნენ, ქოცებს გვეძახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მერე უცებ შეიცვალა სიტუაცია და დღეს ეს მოთხოვნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ იგივეა. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა არის აუცილებელი ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომას არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ინტერესები.

„ მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები. რაღაც თვალსაზრისით ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი დაუკავშირდა იმას, ჩვენ ერთმანეთთან შევრიგდებით თუ არა. ამ შერიგებას კიდევ რაღაც ფაქტორები ხელს უშლის და ჩვენ თუ მართლა გვინდა ქვეყანა ერთმანეთთან ჩხუბს არ გადავაყოლოთ, უნდა შევძლოთ უფრო მაღლა დავდგეთ, ვიდრე თუნდაც შურისძიების გრძნობა. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები, რომ ამით ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Post navigation

Previous: უკრაინელი ბავშვები საქართველოში დაისვენებენ
Next: ირაკლი ჩიქოვანი: არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ გადავედით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.