Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკრაინელი ბავშვები საქართველოში დაისვენებენ

მარშალ პრესი 29/10/2022
უკრაინელი ბავშვები

1-ელ ნოემბერს საქართველოში უკრაინელი სამხედროების შვილები, მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები ჩამოვლენ და 10 დღის განმავლობაში დაისვენებენ.

პროექტის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს სხვადასხვა მხარესა თუ კუთხეში.

უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ოდესაში საქართველოს გენერალური კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის და ქართული მხარის ჩართულობით განხორციელდება. ბავშვების დასვენებასა და მათთვის გასართობ-შემეცნებითი პროგრამის განხორციელებას დეპუტატი ბექა ოდიშარია უზრუნველყოფს.

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში გატარებული დრო მათთვის იქნება ტკბილი მოგონება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ეს მისცემს მათ სტიმულს, რომ მომავალში იმეგობრონ ქართველებთან და ხშირად მოინახულონ საქართველო. ამ პროექტის ორგანიზებით, მასში მონაწილეობითა და დაფინანსებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობას და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. ქართული მხარე მოხარულია და მუდამ მზადაა, ქართული ტრადიციებისამებრ გულთბილად უმასპინძლოს უკრაინელ ბავშვებს და დედებს, განსაკუთრებით მათთვის ასეთ მძიმე პერიოდში”, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

Post navigation

Previous: ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელსაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ეს გადაწყვეტილებები გარდაიქმნა საქმეში
Next: არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ – იაგო ხვიჩია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.