bloomberg: Credit Suisse-ის აქციების ფასი ეცემა

Credit Suisse-ის აქციების ფასი ეცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Credit Suisse-ის „ეი ჯი ჯგუფის“ ორი ლიდერი პრობლემური ბანკის გარდაქმნას გეგმავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ აქციების მომავალი გაყიდვის შედეგად, მისი შემცირებისა და 2025 წლამდე მხოლოდ „ნომინალური“ დივიდენდების პერსპექტივის ფონზე, ფასები 19%-ით დაეცა, რაც რეკორდული ერთდღიანი ვარდნაა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, მესამე კვარტლის 4 მილიარდიანმა დარტყმამ, შესაძლოა, Credit Suisse- ის მიერ ბოლო ათწლეულში მიღებული მოგება გაანადგუროს.

კომპანიის საბაზრო ღირებულება მიმდინარე თვეში 10 მილიარდ დოლარზე დაბლა დაეცა. სტატიაში აღნიშნულია, რომ კაპიტალის ზრდა რომელიც Credit Suisse- ის საბაზრო ღირებულების ერთ მესამედის ექვივალენტურია, სასოწარკვეთის დონის მაჩვენებელია. ბანკის აღმასრულებლებს სურდათ, თავიდან აეცილებინათ კაპიტალის გაყიდვა, რადგან აქციების სავაჭრო ღირებულება რეკორდულად დაბალი იყო, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აქტივების გადინება ხდებოდა, ბანკის აღმასრულებლებს ზომების მიღება მოუხდათ.

გაზიარება