Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნედ პრაისი: მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით – 2008 წელს ის შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს

მარშალ პრესი 29/10/2022
ნედ პრაისი

ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს. რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს – ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ორივე ქვეყნის პარტნიორია და ეს არც სამომავლოდ შეიცვლება.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, აშშ-ზე დიდი მხარდამჭერი არ არსებობს. როდესაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ბოლო მოეღოს ძალადობას და ეს ქვეყნები გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ ამ ქვეყნებს მოვუწოდეთ, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლოა. გვწამს, რომ პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა საკითხების გადასაჭრელად და ამ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს. რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს – ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი“, – განაცხადა პრაისმა.

Post navigation

Previous: რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღდგენას. იუსტიციის სახლის განმარტება
Next: bloomberg: Credit Suisse-ის აქციების ფასი ეცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.