Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოთარ შამუგია სომხეთის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 29/10/2022
ოთარ შამუგია და სომხეთის ელჩი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

ოთარ შამუგიამ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტული საკითხების ერთობლივ განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებას.

აშოტ სმბატიანმა ქვეყნებს შორის საუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.

Post navigation

Previous: დღეს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2022“ აღინიშნება
Next: თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ქუთაისის სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.