Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები
  • საზოგადოება

დღეს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2022“ აღინიშნება

მარშალ პრესი 29/10/2022
ჭიათურობა

29 ოქტომბერს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2022“ აღინიშნება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი დღესასწაულის ფარგლებში, გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენები, გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა, იმერულ ფაცხებში კი სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნება წარმოდგენილი.

დღესვე, გაიმართება ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და სადღესასწაულო კონცერტი.

ღონისძიებაში, ადგილობრივ კოლექტივებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ფორტე“ და გიორგი გაბუნიას ღამის შოუს ბენდი.

სადღესასწაულო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.

ღონისძიების დეტალური განრიგი:

11:00 საათი – სტუმრების დახვედრა ნინოშვილის ქუჩაზე,მერიის მიმდებარე სკვერში;

11:30-13:00 საათამდე-საზეიმო მსვლელობა ქალაქის ცენტრალური ქუჩებში (ნინოშვილი,თხელიძე,წერეთელი), სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, გამოფენა-გაყიდვა,საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მონაწილეობით ფლეშმობი;

კოსტუმირებული დრამერების, მასკოტების და მსახიობების მსვლელობა ქალაქში დღის განმავლობაში;

12:00 საათიდან -კულტურის ცენტრის ეზოში მოეწყობა საბავშვო სივრცე (ანიმატორი, ჯამბაზი, ზღაპრის გმირები, საპნის ბუშტების შოუ, დიჯეი და ბატუტები);

13:00 საათიდან – სახელდახელოდ მოწყობილ ფაცხებში შემოდგომის ნობათების გამოფენა;

12:30 საათიდან – კონცერტი კულტურის ცენტრის ეზოში ქალაქის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;

17:00 საათი -კონცერტი მოწვეული მომღერლების მონაწილეობით;

17:30 საათიდან – ჭიათურის საპატიო მოქალაქეების საზეიმო დაჯილდოება.

Post navigation

Previous: მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტ ვოლფგანგ ჰერმანს შეხვდა
Next: ოთარ შამუგია სომხეთის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.