Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ქუთაისის სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ

მარშალ პრესი 29/10/2022
Tavdacvis ministri

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები: გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, ქუთაისის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა შალვა მაღლაკელიძემ და ქუთაისის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ცაბაძემ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და მისი შესაძლებლობები დეტალურად გააცნეს.

სტუმრებმა განახლებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაც მოინახულეს, რომელიც შესაბამისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ახლო მომავალში სამედიცინო ცენტრის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვაც იგეგმება.

სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს უწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული.

Post navigation

Previous: ოთარ შამუგია სომხეთის ელჩს შეხვდა
Next: გაეროს გენმდივანი უკრაინიდან და რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების გახანგრძლივებას აუცილებლად მიიჩნევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.