რუსეთს კიდევ ერთი ბრალდება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში სამხედრო ბიოტექნოლოგიურ პროგრამას ახორციელებს, გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს. რუსეთის მიერ ინიცირებულ სხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმაც, რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვისა და დროის ფუჭად ხარჯვის გამო გააკრიტიკეს.
„რუსეთის ფედერაციას არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ბინძურ ბომბებზე, ქიმიურ იარაღსა და ბიოლლოგიურ კვლევებზე, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ეს სისულელე, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა.
აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა კი განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დროის ფუჭად კარგვაა.
„მოკლედ ვიტყვი, რადგანაც ეს შეხვედრა დროის ფუჭად კარგვაა. რუსეთმა აქ კიდევ ერთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოგვიწვია. ვიტყოდი რომ რუსეთის დელეგაციამ კარგად იცის, ბრალდება ყალბია და რომ ის პუტინის ბრძანებას ასრულებს. რუსეთი აწყობს შეთქმულებას. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს დროის კარგვა და საბჭომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომლის მიზანიცაა, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გადაფარვა და გაუმართლებელი ომის გამართლების მცდელობა“, – განაცხადა ელჩმა.
