Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა ორშაბათიდან განახლდება

მარშალ პრესი 28/10/2022
პარლამენტი

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა ორშაბათიდან განახლდება. მოსმენები ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო გადაიდო. ორშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ოთხ კანდიდატს მოუსმენენ. ესენი არიან: ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე და გიორგი მარიამიძე. მათ დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

„დაგვრჩა კიდევ 12 კანდიდატი, რომელთაც უნდა მოვუსმინოთ. გადავანაწილებთ შემდეგი კვირის დღეებზე, პროცესი ორშაბათიდან განახლდება. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად და საქმიანად, ისე რომ თვითონ პროცესი არ დაზარალდეს დავასრულოთ კანდიდატების მოსმენა და ყველას მიეცეს საშუალება, რომ გამოამზეუროს თავისი ხედვები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა.

Continue Reading

Previous: საქართველომ დაუყონებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად გვთხოვს ომში ჩართვას – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: დიდი ბრიტანეთის ელჩი გაეროში: რუსეთს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, მათ შორის ე.წ. ბინძურ ბომბებზე, ქიმიურ იარაღსა და ბიოლოგიურ კვლევებზე, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ეს სისულელე?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025