Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილჰამ ალიევი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

მარშალ პრესი 24/10/2022
311830841_485913793569639_3617254474236901031_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის

არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ.

გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

 

Post navigation

Previous: იმედია, ამჯერად ალიევის ვიზიტი სწორედ სამშვიდობო რეგიონალური პროექტებისა და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ახალი პერსპექტივების განხილვასთან იქნება დაკავშირებული
Next: დავესესხები ჰეიდარ ალიევს, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, რომ მიეცათ მეზობლობის შესაძლებლობა, ჩვენი ამოცანაა, ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.