ირაკლი კობახიძე: იმისთვის, რომ კონკრეტული კანდიდატების მიმართ ეჭვები გაიფანტოს, მნიშვნელოვანი იქნებოდა ნარკოტესტი უახლოეს მომავალში ჩააბარონ

242
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ირაკლი კობახიძის თქმით, იმისთვის რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით თბილისის მერობის კონკრეტული კანდიდატების მიმართ გაჩენილი ეჭვები გაიფანტოს, მათ ტესტი უნდა ჩააბარონ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„ბევრად განსხვავებული ინტერპრეტაციების საბაბი შექმნა კონკრეტული კანდიდატების განცხადებებმა. იმისთვის, რომ ეს ეჭვები კონკრეტული კანდიდატების მიმართ გაიფანტოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა გაიარონ ეს ტესტირება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნავს კობახიძე.

კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა და თავად შემოწმება 6 სექტემბერს გაიარა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება