Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავესესხები ჰეიდარ ალიევს, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, რომ მიეცათ მეზობლობის შესაძლებლობა, ჩვენი ამოცანაა, ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ

მარშალ პრესი 24/10/2022
01

მინდა, დავესესხო ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო სიტყვები, რომლებიც წარმოთქვა თბილისში – აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიაბშვილმა ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თბილისი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

„მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის თაობაზე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარია ქვეყანაა და აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას, არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთები როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გვქონდა საუბარი. ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ ურთიერთობები, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ტენდენციის მიზნით მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა. მინდა, დავესესხო ილჰამ ალიევის მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ილჰამ ალიევი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
Next: მოძრაობა “ხალხის ძალას” 200-მდე ახალი წევრი შეემატა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.