Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის მარტივი გათვლა, საბოტაჟი 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ

მარშალ პრესი 20/10/2022
ირაკლი კობახიძე

ევროპული რეკომენდაციების 11-ე პუნქტზე პრინციპში კონსენსუსი შედგა, უბრალოდ „ვაშაძის პარტიამ“ მეორე და მესამე მოსმენის დროს მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს. მარტივი ტრიუკია. რაღაც მომენტში რომ დასჭირდეთ იმის თქმა, რომ ესეც არ მოსწონდათ, უბრალოდ არ მოვიდნენ კენჭისყრაზე და თითი არ მიაჭირეს ღილაკს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში საუბრისას განაცხადა.

„რეალურად საბოტაჟის რეჟიმში არიან. არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს არის მარტივი გათვლა. საბოტაჟი 12 პუნქტის მიმართ, საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ. პირდაპირ იკითხება მათი ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები. მათი გათვლა და სტრატეგია ეს არის, უნდა თქვან, რომ აი არ შესრულდა, კმაყოფილები არ არიან და ა.შ. სწორედ ამიტომ არ ჩაერთნენ სამუშაო პროცესშიც. საბოტაჟი არის მათი პირდაპირი ინტერესი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
Next: რომ „დავეწიოთ“ მაგალითად მოლდოვას, უნდა გავხდეთ დსთ-ს წევრი, უნდა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ არასდროს გავხდებით ნატოს წევრი, უნდა გავაღვივოთ კორუფცია და უნდა დავასუსტოთ ჩვენი ინსტიტუტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.