Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 20/10/2022
უჩა მამაცაშვილი

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ამ განცხადებით და მასში დაფიქსირებული პოზიციით“, -აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ლომჯარიაზე: არ შეიძლება სახალხო დამცველი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ესტუმრა ერთადერთ პატიმარს და ეს პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი
Next: ირაკლი კობახიძე: არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის მარტივი გათვლა, საბოტაჟი 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.