Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომ „დავეწიოთ“ მაგალითად მოლდოვას, უნდა გავხდეთ დსთ-ს წევრი, უნდა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ არასდროს გავხდებით ნატოს წევრი, უნდა გავაღვივოთ კორუფცია და უნდა დავასუსტოთ ჩვენი ინსტიტუტები

მარშალ პრესი 20/10/2022
ირაკლი კობახიძე1

„ჩამორჩენა“ მართლაც დიდია, რომ „დავეწიოთ“ მაგალითად მოლდოვას, უნდა გავხდეთ დსთ-ს წევრი, უნდა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ არასდროს გავხდებით ნატოს წევრი, უნდა გავაღვივოთ კორუფცია და უნდა დავასუსტოთ ჩვენი ინსტიტუტები- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„უკრაინას არ ვედრებით, უკრაინა აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა გამომდინარე იქიდან, რომ იქ ომია. რაც შეეხება მოლდოვას, ცა და დედამიწაა. არავითარი დრო არ ეყოფა მოლდოვას იმისთვის, რომ დაგვეწიოს ახლო მომავალში. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ წინ ვუსწრებთ მოლდოვას არა მარტო ერთი და ორი ნაბიჯით, არის დრამატული განსხვავება საქართველოს წინსვლასა და მოლდოვის წინსვლას შორის. ერთადერთი საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს დადებითი“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის მარტივი გათვლა, საბოტაჟი 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ
Next: ირაკლი კობახიძე: საქართველოში ომსა და მეორე ფრონტს არაფრის ფასად არ დავუშვებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.