Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე

მარშალ პრესი 18/10/2022
შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„საქართველოს თანასპონსორობით შედგენილი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის თავდასხმაზე უკრაინის წინააღმდეგ და ეს ტექსტი გამოიყენეს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც იქ გაჩნდა ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელიც სასჯელს კონკრეტული დანაშაულების გამო იხდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, იმისთვის, რომ აქ სიტუაცია აერია. მისი მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 650-კაციან ასამბლეაზე და პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება მაშინ მოხდა, როდესაც მას ესწრებოდა 95 ადამიანი და საბოლოო ჯამში, შესწორებას მხარი 55-მა ადამიანმა დაუჭირა.

„მათ შორის, იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, იყვნენ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ადამიანები არიან“, – დასძინა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს პაველ ბლაჟეკს შეხვდა
Next: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების, ელგუჯა ბაგრატიონისა და მამუკა ჯევაიშის ტელეფონები ამოიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.