Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების, ელგუჯა ბაგრატიონისა და მამუკა ჯევაიშის ტელეფონები ამოიღო

მარშალ პრესი 18/10/2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მ.თ-ს განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა მ. თ-მ განმარტა, რომ 2021 წლიდან არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე.

2022 წლის 29 აგვისტოს, ე.ბ.-მ კუთვნილ მობილურ ტელეფონში აჩვენა მასსა და მის თანაფრაქციელ თ. თ.-ს შორის განხორციელებული მიმოწერის ე.წ. სქრინები. მოწმის განმარტებით, ე.ბ.-მ უთხრა, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოიპოვა და მას გადასცა მათივე თანაპარტიელმა მ.ჯ.-მ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ე.ბ-ს და მ.ჯ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელიც დაილუქა მესაკუთრეების თანდასწრებით, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთმტკიცებები გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში მობილურ ტელეფონებში მ.თ.-ს პირადი მიმოწერის ამსახველი უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული „სქრინების“ არსებობის დასადგენად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ასევე მიეკუთვნება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და კერძო კომუნიკაციის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე
Next: ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რასისტული ქვეტექსტებით აფასებენ ჩვენს შეხვედრებს რუანდაში. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ ქსენოფობიურ სახეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025