Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს პაველ ბლაჟეკს შეხვდა

მარშალ პრესი 18/10/2022
311654300_481383664022652_3830016870713651123_n
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს პაველ ბლაჟეკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკური პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი ვიზიტები. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის და პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ინსტიტუციური, სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და რეფორმების მიმართულებით ჩეხეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.
პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხეთის ჩართულობის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ხაზი გაესვა ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული სამიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ხელს შეუწყობს ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზუზანა ფისეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

Continue Reading

Previous: ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია 9 პირი (ვიდეო)
Next: შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025