Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, სავარაუდოდ, მომავალ წელს, ან 2024 წელს მივუბრუნდებით

მარშალ პრესი 18/10/2022
ირაკლი კობახიძე

,,ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ,,ქართული ოცნება’’ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიღებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ დაინახავენ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისთვის მზაობას, შესაძლოა, მიუბრუნდნენ კანონპროექტის განხილვას, ან მომავალ წელს, ან 2024 წელს.

,,ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენ, სავარაუდოდ მივუბრუნდებით ან მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას. მანამდე ეს საკითხი არ განიხილება,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდა
Next: როცა ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.