Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ

მარშალ პრესი 18/10/2022
მდინარაძე

,,2008 წელს, თურმე, მათი ლოგიკით, ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გაუკეთებიათ,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპასუხოდ, რომელიც აცხადებდა, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ შეეძლო

სააკაშვილის ფაქტორის გარეშე, მხარი დაეჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის.

მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ.
მისი თქმით, ოპოზიციას არ აღელვებს პროცედურასთან დაკავშირებული ეს ტყუილი და მხოლოდ ორი ადამიანის ხმამაღლა საუბარზე აქვთ პრეტენზია.

,,როდესაც ოპოზიციას აწუხებს, ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება ერთმანეთში და ამით არის აღშფოთებული და არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არ დაეჭირათ, მაშინ, მათ, კიდევ ერთხელ, აღიარეს ღალატი. 2008 წელს, თურმე, მათი ლოგიკით, ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გააკეთეს. ეს ნაწილი, პროცედურის, არ აღელვებთ, ორი კაცის ხმამაღლა გადალაპარაკება აღელვებთ, ასეთი მყარები არიან ისინი არგუმენტებში და როცა, ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, და ასეთ ტყუილებს, ეს გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ დააბრალეთ, მოღალატეობრივად, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, სავარაუდოდ, მომავალ წელს, ან 2024 წელს მივუბრუნდებით
Next: ძალიან ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი იყო პუტინის მთავარი მოკავშირე საქართველოში – არჩილ თალაკვაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025