Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდა

მარშალ პრესი 18/10/2022
110

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდა

საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს.

მთავრობის მეთაურმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას – საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატის უფროსი ვასილე იონესკუ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ამ მოწვევის პარლამენტს სამწუხაროდ ახსოვს ისეთი გამოხატვის ფორმები, როდესაც ქალბატონი ანა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იდგა, ბლოკავდა აქ ამოსვლას და თავმჯდომარეს არ უშვებდა თავის ადგილას
Next: წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, სავარაუდოდ, მომავალ წელს, ან 2024 წელს მივუბრუნდებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.